25 ნოემბერი, 2016

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ფოტო მასალა შეემატა

xelovnხელოვნების სასახლის ფოტო ფონდს უნიკალური ფოტო მასალა შეემატა.

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და ჟურნალისტმა გიორგი კალანდაძემ სასახლეს ორი მემორიალური მნიშვნელობის ფოტო-ალბომი გადასცა.

პირველი ფოტო-ალბომი, რომელიც 333 ფოტოს მოიცავს, სუხიშვილების ლეგენდარული ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავეებს ოთარ და თინათინ კალანდაძეებს ეკუთვნოდათ და იგი ანსამბლის წევრთა ცხოვრებას, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მათ მოგზაურობას ასახავს.

მეორე ალბომი 1950 წელს საგანგებოდ მფლობელთათვის არის დამზადებული და ბულგარეთის რესპუბლიკაში სუხიშვილების ანსამბლის პირველი თაობის გასტროლების საინტერესო მომენტებს ასახავს.

გადმოცემული საჩუქარი ორმაგი თვალსაზრისით არის საინტერესო. პირველი – იგი სუხიშვილების პირველი თაობის მოღვაწეობის შესახებ უნიკალურ კადრებს ინახავს და მეორე – ალბომებში შესულია ცნობილი ქართული ფილმის “ქეთო და კოტე”-ს გადაღების მომენტები და ბევრი ისეთი კადრი, რომელიც შემდეგ ფილმში არ მოხვედრილა.

ხელოვნების სასახლე მადლიერებით იღებს გიორგი კალანდაძის გადმოცემულ საჩუქარს.

xel

xelo