22 ნოემბერი, 2016

ნინო მაჩაიძე BVLGARI-ს სახეა

nino-machaidzeქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ცნობილი საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახეა.

ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებულმა 33 წლის საოპერო მომღერალმა თავად გაავრცელა:

“უბედნიერესი ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი საოცნებო BVLGARI-სთვის ვიპოზიორე.

რომში, BVLGARI-ის სახლში მქონდა არაჩვეულებრივი ფოტოსესია და მქონდა პატივი მეტარებინა ამ კომპანიის საოცარი და უნიკალური სამკაულები.

ვარ ბედნიერი და ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს კავშირი ასეთ კომპანიასთან. გთავაზობთ ფოტოებს გადაღებებიდან და მოუთმენლად ველი ორიგინალური პოსტერების გამოსვლას.”

nino9

ni

nin