ბრიტანული სერიალი “შერლოკი” ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია სატელევიზიო სერიალებს შორის.
წლის მიწურულს უკვე 22-ედ გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოება “კრიტიკოსების რჩეული სატელევიზიო შოუები”, სადაც 22 ნომინაციაში ტელეკომპანია HBO-მ გაიმარჯვა.
14 ნომინაციით მეორე ადგილზე ABC და Netflix გავიდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი ბრიტანული სერიალი “შერლოკ ჰოლმსი” გახდა.
ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ბენედიქტ კამბერბეტჩმა კი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კრიტიკოსებისგან მთავარი ჯილდო მიიღო.