15 ნოემბერი, 2016

ერთდროული გამარჯვება ორ საერთაშორისო კინოფესტივალზე

nino-basiliaმსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე – პალმა დე მალიორკას კინოფესტივალსა და არასის კინოფესტივალზე რეჟისორ ნინო ბასილიას ფილმმა მთავარი პრიზები დაიმსახურა.

“ანას ცხოვრებამ” პალმა დე მაიორკას კინოფესტივალზე გრან პრი დაიმსახურა, ჯილდოს მოპოვებიდან რამდენიმე საათში ნინო ბასილიას ნამუშევარს საფრანგეთში არასის კინოფესტივალზე პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა.

ნინო ბასილიას “ანას ცხოვრება” რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. სოციალური დრამა მარტოხელა დედის მძიმე ცხოვრებას ასახავს და მასში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.

“ანას ცხოვრებას” ქართული პრემიერა თბილისის კინოფესტივალზე 2 დეკემბერს გაიმართება.