4 ნოემბერი, 2016

იტალიური VOGUE-ს რჩეული ქართველი დიზაინერები

vogue-italiaმოდის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ VOGUE რჩეული ქართველი დიზაინერები დაასახელა.

თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში შეირჩა 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი, რომელთა გაზაფხული-ზაფხული 2017-ის კოლექციებიც ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური აღმოჩნდა.

იტალიური VOGUE-ის ჟურნალისტმა თავისი სტატიის შესავალშივე მკითხველს მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერები დევიდ კომა და დემნა გვასალია შეახსენა და განმარტა, რომ საქართველო მათი სამშობლოა. დემნა გვასალია ბალენციაგას კრეატიული დირექტორია, დევიდ კომა კი მუგლერის არტ დირექტორი.

ჟურნალისტ Roza Sinaysky-ის აზრით, საქართველოს სწორედ ახლა აქვს შანსი, მსოფლიო მოდის გლობალურ სამყაროში კუთვნილი ადგილი ღირსეულად დაიმკვიდროს.

იტალიური VOGUE-ის რჩეული ქართველი დიზაინერების ხუთეული ასეთია:

1. Ani Datukishvili (ანი დათუკიშვილი)
2. Lasha Jokhadze (ლაშა ჯოხაძე)
3. Salome Tkabladze (სალომე ტყაბლაძე) 
4Mariam Gvasalia (მარიამ გვასალია)
5Nini Chelidze (ნინი ჭელიძე)

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...