გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი

29 ნოემბერი, 2016

giorgi-miqadzeაშშ-ში მოღვაწე, ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე თბილისში კონცერტს გამართავს.

კვირას, 4 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩატარდება. ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

საღამოზე შესრულდება ვახტანგ კახიძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ჯორჯ გერშვინის “ცისფერი რაფსოდია” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, იგორ სტრავინსკის სუიტა ბალეტიდან “ფასკუნჯი” და ჯორჯ გერშვინის საორკესტრო სუიტა ოპერიდან “პორგი და ბესი”.

კონცერტის დასაწყისი 19:30 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=306865

ასევე ცენტრის სალაროში. მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 123-125.

ტელ: 2 96 22 07

giorgi-miq

გააზიარეთ