3 ნოემბერი, 2016

ჯამბაზი ოლეგ პოპოვი გარდაიცვალა

oleg-popovi87 წლის ასაკში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჯამბაზი ოლეგ პოპოვი გარდაიცვალა.

მის საცირკო ნომრებში გაერთიანებული იყო პაროდიის, აკრობატიკის, ჟონგლიორობის და ეკვილიბრისტიკის ელემენტები. ხელოვანს იღებდნენ ფილმებშიც, სადაც უმეტესად ჯამბაზის როლს ასრულებდა და სულ 14 ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ოლეგ პოპოვი 1991 წელს საცხოვრებლად რუსეთიდან გერმანიაში გადავიდა, სადაც “ბედნიერი ჰანსის” ფსევდონიმით მოღვაწეობდა. ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ის სამშობლოში შარშან ჩამოვიდა.

წელს კი რუსეთს საგასტროლო ტურნეთი ეწვია, სადაც სპეციალური პროგრამით უნდა წარმსდგარიყო მაყურებლის წინაშე.