27 ნოემბერი, 2016

ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის სახეა

xatiaaaaaქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი თავისი პროფესიონალიზმით მსოფლიოს აოცებს. მისი სილამაზით კი ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.

მას შემდეგ, რაც ხატიამ თავისი პირველი ალბომი და დივიდი ჩაწერა, ცნობილი ბრენდის “ჟაკ ლემანის” სახეც გახდა. „ჟაკ ლემანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საათების ბრენდია. მისი პროდუქცია მსოფლიოს 120 ქვეყანაში იყიდება.

საათების მწარმოებელმა კომპანიამ თავის ახალ ელჩად სწორედ ქართველი პიანისტი აირჩია. ამ საპატიო ტიტულის მფლობელები უკვე არიან მსახიობი კევინ კოსტნერი და მოთხილამურე ანა ფაიტი.

ალფრედ რიდლი, “ჟაკ ლემანის” მფლობელი და დირექტორი:

“ხატია ბუნიათიშვილი უდავოდ ნიჭიერი პიანისტია. როდესაც საქმე მის პროფესიას ეხება, ის სცენაზე საოცრად ვნებიანი, ლამაზი და თვალისმომჭრელია. პირველად ხატია ზალცბურგში ვნახეთ და იმდენად მოვიხიბლეთ მისი ტალნატით, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბრენდის ახალი სახე გამხდარიყო.”

xatia-saatebi

ხატია ბუნიათიშვილი კემპინსკის ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა, რაც ნებისმიერი ხელოვანისთვის დიდი პატივია.