6 ოქტომბერი, 2016

“შერიგების აქცია რომ მოვაწყოთ?”

niniჯგუფ “მგზავრების” ყოფილი წევრი ნინი დედალამაზიშვილი ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაციის განსამუხტად საზოგადოებას შერიგების აქციას სთავაზობს.

ნინი დედალამაზიშვილი:

“შერიგების აქცია რომ მოვაწყოთ? ხომ ესე ძალიან გვიყვარს აქციები. თუ ვაშენებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ასე დაქსაქსულებმა, ერთმანეთზე ჩასაფრებულებმა ეს როგორ უნდა შევძლოთ.

უშეცდომო და უცოდვილი არავინ არ არის და უკვე ერთმანეთზე კომპრომატებიც სასაცილო ხდება. ვიყოთ საზოგადოება გულისხმობს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, პატივი ვცეთ ერთმანეთს. ვიყოთ საზოგადოება და არა ბრბო.”