14 ოქტომბერი, 2016

საქართველო ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე

ikano-londonshiლონდონში 2 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური London International Awards 2016-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, რომელიც 1986 წლიდან ტარდება.

London International Awards 2016-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა ნომინანტთა მოკლე ნუსხა, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვთ.

ავსტრალიის, ჩინეთის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, შვედეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ნამუშევრებს შორის საქართველოც მოხვდა.

თავის დროზე იკანომ-IKANO-მ მსმენელს ნირვანას ცნობილი ჰიტი Smells Like Teen Spirit შესთავაზა. ხმებში გაშლილი კომპოზიცია და ქართულ ჩოხაში გამოწყობილი კურტ კობეინი საზოგადოებამ მოიწონა, თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ.

გახდება თუ არა ნირვანას ჰიტის ქართული ვერსია ლონდონში ყველაზე პრესტიჟული London International Awards 2016-ის დაჯილდოების ფავორიტი, ამას 2 ნოემბერს შევიტყობთ.