8 ოქტომბერი, 2016

საქართველო, ლამაზო! – ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

nini-xvedelianiანა კალანდაძის ლექსზე “საქართველო, ლამაზო!” შექმნილი სიმღერა ყველა თაობისთვის კარგად არის ცნობილი.

სიმღერა სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველასგან გამორჩეულია.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო საღამოზე ამერიკიდან კონცერტზე სკაიპით ჩაერთო ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილი ნინი ხვედელიანი.

ბაღაშვილების ტრიოში შესრულებულ ვერსიას შეუძლებელია ცრემლების გარეშე მოუსმინოთ.