23 ოქტომბერი, 2016

“სამწუხაროა, რომ ამაზე არავის არ დაუწერია”

1oto-nemsadze-bodishs-ixdisმომღერალი ოთო ნემსაძე სხვადასხვა მუსიკალური პროექტების მონაწილე და გამარჯვებულია. საქართველოში არსებული კონკურსების გარდა, ოთომ უცხოურ პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა და წარმატებებსაც მიაღწია.

უკრაინულ “ვოისში” ოთო ჯგუფის “okean elzy”-ს სოლისტის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდში მოხვდა, ფინალისტი გახდა და მეორე ადგილი დაიმსახურა. ვაკარჩუკი “ვოისში” მუშაობის პერიოდში კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა მებო ნუცუბიძემ აირჩია.

“okean elzy” თბილისში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა და სპორტის სასახლეში კონცერტი გამართა. როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტში მონაწილეობა ოთო ნემსაძემ და მებო ნუცუბიძემაც მიიღეს. სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მსმენელს სიურპრიზი მოუმზადა და ქართულად ამღერდა.

oto-mebo-vakarchuki

ვიდეოჩანაწერი ოთო ნემსაძემ გაავრცელა და წუხილი გამოთქვა, რომ ამაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება და არავის დაუწერია.

ოთო ნემსაძე:

“ქართულად ამღერებული როკის მამა. სამწუხაროა, რომ ამაზე არავის არ დაუწერია. მადლობა okean elzy-ს საოცარი საღამოსთვის, მადლობა, რომ ჩემს საყვარელ ჯგუფთან ერთად ჩემს საყვარელ სიმღერას ვმღეროდი. მადლობა მსმენელს საოცარი გარემოსთვის…”