12 ოქტომბერი, 2016

როდ სტიუარტი ბუკინგემის სასახლეში რაინდად აკურთხეს

rod71 წლის მსოფლიო ვარსკვლავი, მომღერალი სერ როდ სტიუარტი ბუკინგემის სასახლეში რაინდად აკურთხეს.

ეს საპატიო მისია პრინცმა უილიამმა შეასრულა და მომღერალი მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

ბუკინგემის სასახლეში ვარსკვლავი ოჯახთან ერთად გამოცხადდა. მისი სიხარული 45 წლის მეუღლემ, მოდელმა პენი ლანკასტერმა და შვილებმა 11 წლის ალასტერმა და 5 წლის აიდენმა გაიზიარეს.

როგორც 71 წლის მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე მეტად იმაზე დაწყდა გული, რომ მისი სიხარულის გაზიარება მშობლებმა ვერ შეძლეს.