12 ოქტომბერი, 2016

ლიზი პოპს პირველი ადგილი მიანიჭეს

1lizi-popლიზი ჯაფარიძეს, იგივე ლიზი პოპს პირველი ადგილი მიანიჭეს.

ლიზიმ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო 2014 წელს წარადგინა სიმღერით “HAPPY DAY” (ბედნიერი დღე). სიმღერამ იუთუბში ნახვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ამჟამად 6.837.066 ნახვა აქვს.

საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ლიზის ისევ პირველი ადგილი მიანიჭეს.

ინფორმაციას კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე ავრცელებს:

“ლიზა გილოცავ. საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში პირველი ადგილი მოგანიჭეს ისევ. ყველაზე ნახვადი ვიდეო. ვამაყობ!!! მადლობა ყველას, ვინც იმუშავა ამ პროექტზე.”

საბავშვო ევროვიზიის ყველაზე ნახვადი ვიდეოების ათეულში ლიზი პოპთან ერთად ჯგუფი “ბზიკებიც” მოხვდა. მათ ათეულში მეხუთე ადგილი დაიკავეს სიმღერით “ბზზ”.