ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის “მედუზას” შემდეგ, სოთბის აუქციონზე მისი კიდევ ერთი ნამუშევარი მოხვდა.
“მონაზონი” – ასე უწოდა 24 წლის მხატვარმა 2012 წელს შექმნილ ტილოს, რომელიც სოთბისში Take Home a Nude გამოფენა-აუქციონზე 24 ოქტომბერს მარინა აბრამოვიჩთან, პატრიკ დემარშალთან და სხვებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
4 ნოემბერს კი ლევან სონღულაშვილის შემოქმედება ბრუკლინის მუზეუმში გამოიფინება.