20 ოქტომბერი, 2016

“კომედი შოუს” მსახიობი აპარატზეა შეერთებული

komedi-shous-msaxiobi1“კომედი შოუს” მსახიობი გიორგი გოცირიძე აპარატზეა შეერთებული. მედიკოსებს ამის გაკეთება მსახიობის ოპერაციის სირთულის გამო დასჭირდათ.

25 წლის იუმორისტს რამდენიმე თვის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. მან უმძიმესი ტრავმა მიიღო და კომაში იმყოფებოდა.

გიორგიმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო, ეტლში ჩაჯდა და სამსახურსაც დაბრუნდა, თუმცა კიდევ ერთი რთული ოპერაციის გაკეთება მოუხდა.

ინფორმაცია ამის შესახებ იუმორისტის დამ, ანა გოცირიძემ გაავრცელა:

“დასრულდა გიორგის ოპერაცია… საკმაოდ მძიმე და რთული ოპერაცია იყო, 6 საათი მიმდინარეობდა… თითქმის ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში, ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა…. ხელოვნურ ბადეში ჩაუსვეს მთელი მუცლის ღრუ… ხვალამდე რჩება აპარატზე ოპერაციის სირთულის გამო… ხვალ გააღვიძებენ და სიახლეებს შეგატყობინებთ.”