27 ოქტომბერი, 2016

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

badriზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.

ამ თანამდებობის დაკავების სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის დავით კინწურაშვილმაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ თეატრის დასმა საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადააყენა.

კულტურის სამინისტროში 11-კაციანი სარეკომენდაციო საბჭო შეიკრიბა. მის შემადგენლობაში გაერთიანდნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მხატვარი გოგი ალექსი მესხიშვილი, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი მაყვალა ქასრაშვილი, მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, რეჟისორი გიზო ჟორდანია, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი. გიზო ჟორდანია და ნინო ანანიაშვილი შეკრებაზე არ იმყოფებოდნენ და ისინი მათმა წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს.

ცხრა კანდიდატიდან, საკუთარი რჩეული კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მიხეილ გიორგაძემაც, რომელმაც საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაამტკიცა.

სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ბადრი მაისურაძე გახდა.