21 ოქტომბერი, 2016

“ასწლეულების მანძილზე ერთადერთნი ვართ, ვინც ვაშენებთ სახელმწიფო თეატრს!”

pan123“დღეს, ასწლეულების მანძილზე ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც ვაშენებთ სახელმწიფო თეატრს!” – აცხადებენ შალიკაშვილები.

ამირან შალიკაშვილი და მისი შთამომავლობა წლებია პანტომიმას ემსახურება. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მაესტრო ამირან შალიკაშვილი ქმნის ხელოვნებას, რომელიც თვითმყოფადია და არავის და არაფერს არ ჰგავს.

77 წლის განმავლობაში მან დააარსა ქართული თეატრი, შემოიტანა ევროპული ხელოვნება, გახსნა ფაკულტეტი თბილისში, გახსნა ფაკულტეტი ბათუმში, გახსნა თეატრთან არსებული სტუდია, გამოსცა სახელმძღვანელო, გამოსცა ლექსების 8 კრებული, გამოსცა ხუთტომეული, გახსნა საერთაშორისო ცენტრი, გახსნა ქართული მიმართულების გზა ამსტერდამში, უსიტყვოდ შეუქმნა პოპულარობა ქართულ ნაწარმოებს მსოფლიოში, ქვეყანას აჩუქა მისი შექმნილი ყველაფერი!

shalikashvilebi