ანა ახვლედიანი საერთაშორისო პოდიუმზე

8 ოქტომბერი, 2016

anna-axvმას შემდეგ, რაც ქართველი მოდელი ანა ახვლედიანი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილს დაშორდა, სამოდელო სფეროს აქტიურად დაუბრუნდა და პოდიუმებსა და გადასაღებ მოედნებზე გადაინაცვლა.

ანა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიიწვიეს, სადაც რამდენიმე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.ათენში ღონისძიება New Generations Fashion Lines გაიმართა, სადაც 13-მა ახალბედა დიზაინერმა გამართა ჩვენება. მათ შორის ორ ჩვენებაზე გაიარა ანა ხვლედიანმა.

ეს ანასთვის უცხოეთში პოდიუმზე პირველი გამოსვლაა. მანამდე ქართველი მოდელი მხოლოდ ორჯერ გამოვიდა პოდიუმზე და ისიც თბილისში.

უცხოეთში კი ანა ფოტოსესიებში იღებდა მონაწილეობას და არაერთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა.

გააზიარეთ