7 სექტემბერი, 2016

“შექსპირი ქართულ სცენაზე” – ორენოვანი კატალოგი გამოცემულია

shekspir1უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავი მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. გამონაკლისი არც საქართველოა.

საქართველოს ხელოვნების სასახლემ გამოსცა ორენოვანი დიდი ფორმატის 200 გვერდიანი ფერადი კატალოგი “შექსპირი ქართულ სცენაზე”.

კატალოგში შესულია 300-მდე სცენოგრაფიული და ფერწერული ნიმუში. აქ იხილავთ ვ.ბალანჩივაძის, დ.კაკაბაძის, პ.ოცხელის, მ.ჭიაურელის, ი.სუმბათაშვილის, ს.ვირსალაძის, გ.გუნიას. ი.შტენბერგის და სხვათა ნამუშევრებს.

ალბომში ასევე შევიდა უნიკალური აფიშების კოლექცია. გამოცემა უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს მიეძღვნა. შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ამ ტიპის ალბომი საქართველოში პირველად დაიბეჭდა და ის ხელოვნების სასახლემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით გამოსცა.

shekspir12