12 სექტემბერი, 2016

შესარჩევი ტური ახალგაზრდა მსახიობებისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი შესარჩევ ტურს აწყობს და აცხადებს ვაკანსიას 30 წლამდე ახალგაზრდა მსახიობებისთვის – 2 მამაკაცისა და 2 ქალი მსახიობის პოზიციაზე.

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პირს, ასევე სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსელს.

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობებია: მონაწილე მსახიობმა უნდა შეასრულოს მისი სურვილით შერჩეული მონოლოგი, თეატრის მიერ წინასწარ შეთავაზებულ პიესათა ნუსხიდან; იგივე მონოლოგი რომელიმე ზღაპრის პერსონაჟის სახით. (ზღაპრის პერსონაჟს მსახიობს შესთავაზებენ შესარჩევი ტურის მიმდინარეობის პროცესში).

მსახიობმა უნდა მოამზადოს და შეასრულოს მუსიკალური მონაკვეთი, ასევე თეატრის მიერ წინასწარ შეთავაზებული მიუზიკლიდან. მონაკვეთი უნდა შეიცავდეს ცეკვასა და სიმღერას.

მსახიობს ეძლევა აგრეთვე თავისუფალი არჩევანის უფლება. მას შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი ნაწყვეტი ლიტერატურული ან დრამატურგიული ნაწარმოებებიდან. ასევე შეუძლია გაითამაშოს სცენა პარტნიორთან ერთად.

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადებია: 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე კვირის გარდა 12-დან 16 საათამდე.

საკონტაქტო ტელ: 2 95 36 81