თბილისში დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი საზეიმოდ გაიხსნა.
უახლოესი დღეების განმავლობაში თბილისის უძველეს უბანში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.
მომღერლები, მსახიობები, მხატვრები – კულტურის სფეროს წარმომადგენლები წარმოდგენებს გამართავენ.
27 სექტემბერს აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრი მრავალფეროვან სანახაობას შესთავაზებს მოსეირნე საზოგადოებას.
მიმები სპეციალურ სპექტაკლს ღია ცის ქვეშ 18 საათზე წარმოადგენენ.