10 სექტემბერი, 2016

“კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ უდიდეს პრობლემაზე”

1giga-kvenetadzzzeeარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი გიგა კვენეტაძე წლების წინ რუსეთში წავიდა. ქართველმა მუსიკოსმა უკვე შეძლო მეზობელ ქვეყანაში თავის დამკვიდრება. გიგა რუსული ესტრადის ვარსკვლავებისთვის სიმღერებს წერს. მათ შორის “ა სტუდიო” და მისი ქართველი სოლისტი ქეთა თოფურიაა.

სოჭში “ახალი ტალღა 2016”-ის სცენა რუსული ესტრადის ვარსკვლავებსაც დაეთმოთ. ქართველმა მსმენელმა რუსული ესტრადა დაიწუნა და მას ყველაზე უგემოვნო უწოდა, რასაც გიგა კვენეტაძის გაღიზიანება მოჰყვა:

“ქართულ ესტრადას და “შოუბიზნესს” მივხედოთ, სხვების დაცინვას.

როგორც მოგეხსენებათ, ქართულ ესტრადაზე წლებია არაფერი ღირებული არ შექმნილა და, სამწუხაროდ, 90% ქართველი შემსრულებლებისა და კომპოზიტორების მიერ ტაშ-ფანდურის გარდა, არაფერი დაწერილა და ჩაწერილა.

ასე რომ! კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ უდიდეს პრობლემაზე.”