20 სექტემბერი, 2016

იამაყეთ! ეს საქართველოა!

saqartvelo-evropaaჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ვიდეორგოლი მზადდება, სადაც კულტურული მემკვიდრეობა, ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ულამაზესი ქალაქების ხედებია გაერთიანებული.

გაიზიარე მუხტი! – საქართველო ევროპაა! – ასე ეწოდება ახალ ვიდეორგოლს, რომელიც თბილისის უძველეს უბანში – მეიდანზე გადაიღეს.

ფლეშმობი განხორციელდა  GCSD-ის პროექტის ფარგლებში “აირჩიე გონივრულად”, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ვიდეორგოლში მონაწილეობს საქართველოს სიმფონიეტა და დირიჟორი ლევან ცხადაძე. კლიპში ჟღერს მოცარტისა და ლაღიძის უკვდავი მუსიკა, ვერსიის ავტორი კი არჩილ გიორგობიანია.

მოუსმინეთ, შეაფასეთ და დატკბით – ეს საქართველოა!