21 სექტემბერი, 2016

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა ცნობილია

telavi-fest-2016-program9 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საზეიმო კონცერტით გაიხსნება.

წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება ოლეგ კაგანის 70 წლისთავს.

“არტინფო” გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:

9 ოქტომბერი 19:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა

ბეთჰოვენის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი (პოლონეთი)
დირიჟორი იაცეკ კასპშიკი
სოლისტები კოლია ბლახერი, დმიტრი შიშკინი
პროგრამაშია: ფრედერიკ შოპენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის № 1 მი მინორი თხზ.11
ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის მი მინორი თხზ.64
რობერტ შუმანის სიმფონია № 2 დო მაჟორი თხზ.61

10 ოქტომბერი 16:00 წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი

საფორტეპიანო დუეტი ნანა დიმიტრიადი და ნანა ავალიშვილი „ძველი ფირფიტები“

11 ოქტომბერი 19:00 სონატების საღამო

სოლისტები კოლია ბლახერი, ელისო ვირსალაძე
პროგრამაშია: ვოლგფანგ ამადეუს მოცარტის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპინოსათვის სოლ მაჟორი K 301
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის № 2 ლა მაჟორი თხზ.12 No.2
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის № 9 ლა მაჟორი თხზ.47 „კროიცერის”

12 ოქტომბერი 19:00 კამერული მუსიკის კონცერტი

ელისო ვირსალაძე, დავით ოისტრახის კვარტეტი ანდრეი ბარანოვის, როდიონ პეტროვის, ფიოდორ ბელუგინისა და ალექსეი ჟილინის შემადგენლობით
პროგრამაშია: ფრანც შუბერტის სიმებიანი კვარტეტი დო მინორი №12 D 703
დმიტრი შოსტაკოვიჩის სიმებიანი კვარტეტი №8 დო მინორი თხზ.110
იოჰანეს ბრამსის საფორტეპიანო კვინტეტი ფა მინორი თხზ.34

14 ოქტომბერი 19:00 კონცერტი ეძღვნება ოლეგ კაგანის ხსოვნას

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ანა ქურდოვანიძე (კლავესინი), სოლისტები: ჩჟან უეი, უილიამ დატონი
პროგრამაშია: ანტონიო ვივალდის უვერტიურა ოპერისათვის „ოლიმპიადა“ კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის D minor RV 242
კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის E minor RV 278
შანდორ ვერესის ოთხი ტრანსილვანიური ცეკვა
ედვარდ გრიგის ორი ელეგიური პიესა თზხ.34
ანტონიო ვივალდის კონცერტი ორი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის  A minor  RV 522
ედვარდ ელგარის ინტროდუქცია და ალეგრო სიმებიანი ორკესტრისათვის თხზ.57

15 ოქტომბერი 19:00 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

ბეთჰოვენის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი (პოლონეთი)
დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი
სოლისტები: ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე ბუზლოვი
პროგრამაშია: პეტრე ჩაიკოვსკის ვარიაციები „როკოკოს“ თემაზე ჩელოსა და ორკესტრისათვის ლა მაჟორი, თხზ. 33 (ფიტცენჰაგენის რედაქცია)
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა ლეონორა№ 3 დო მაჟორი, თხზ.72
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №4 სოლ მაჟორი თხზ.58

ფესტივალის ბილეთები უკვე გაყიდვაშია!
ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ვებ გვერდზეwww.biletebi.ge
კონცერტის ბილეთის ფასია 15, 25, 35 ლარი….
წინანდლის კონცერტის ბილეთის ფასი 50 ლარი (შეზღუდული რაოდენობა).

კონსერვატორიის სალაროში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსის ბილეთი, რომელიც მხოლოდ ორ კონცერტზე 9 და 15 ოქტომბერს მოემსახურება მსურველთა შეზღუდულ რაოდენობას თბილისი-თელავი-თბილისის მიმართულებით. მგზავრობის ფასია 5 ლარი (2 გზა).
1 ოქტომბრიდან კონცერტების ბილეთები ასევე გაიყიდება თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროში!

ფესტივალს წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში.