1 სექტემბერი, 2016

გურამ დოჩანაშვილმა ოქროს ქორწილი ჯვრისწერით აღნიშნა

dochanashvilis-jvriswera1კლასიკოსმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა ოქროს ქორწილი ჯვრისწერით აღნიშნა.

76 წლის მწერალმა მეუღლესთან, ნათელა სეფიაშვილთან 50 წლიანი თანაცხოვრება ღმერთის წინაშე დააკანონა.

ჯვრისწერის ცერემონიალი სამების საკათედრო ტაძარში შედგა.

ინფორმაცია და ჯვრისწერის ფოტო ტაძრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“ბატონი გურამ დოჩანაშვილისა და ქალბატონი ნათელა სეფიაშვილის ჯვრისწერა – შეუღლებიდან 50 წლისთავზე…

ღმერთმა ტკბილად და ჯანმრთელად შეგაბეროთ ერთურთს!!!”