3 სექტემბერი, 2016

“გასკდა გული, აღარ შემიძლია!”

mixeil-zaqariashvili1არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორ-შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი თავის სატკივარზე ხმამაღლა საუბრობს და ქართველებსაც მეტი აქტივობისკენ მოუწოდებს.

მიხეილ ზაქარიაშვილი:

“ქალები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, ცხოველთა დამცველები ვერ იტანენ გალიებში გამომწყვდეულ ცხოველებს, ეცოდებათ და მათი უფლებებისთვის იბრძვიან, პედერასტები ერთიანდებიან და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან! ზოოპარკის გადასარჩენად ამას წინათ მთელი ერი გაერთიანდა, ხოდა, თქვე ჩემის გადანგრეულებო, თქვენი ქვეყანა რომ ვიწროვდება და პატარავდება!

რა გინდათ? გინდათ ისევ გალიაში გამოამწყვდიოთ ჩვენი ერი გარეული ცხოველებივით? საკუთარ თავებს შეხედეთ გალიაში გამომწყვდეული ცხოველებივით რომ ხართ და მნახველები რასაც გადმოგიგდებენ, ჭამთ და ბედნიერად გრძნობთ თავებს. ცხოველებიც კი თავისუფლებისკენ ილტვიან, თქვე რა ჭირი გეტაკათ ქართველებო?

ხან ამერიკა, ხან რუსეთი, ვინც რას გადმოგიდებთ, იმით ხართ ბედნიერნი, ძალად იდებთ ბორკილებს? დავითის შთამომავალნო, ძალის ტრ..ი თუ არ გაქვთ ჭკუა მაინც გამოიყენეთ მტერთან! ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გაერთიანდით ნუ გაქვთ სხვა ქვეყნის იმედი. ყველა თავის ინტერესებს იცავს, თქვენ მონობის მოყვარულთ რომელი ერი დაგიდგებათ გვერდით?

გაერთიანდით მტრებთან ბრძოლაში მაინც, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მაინც! პროტესტის გრძნობა მაინც გაგიჩნდეთ დამონებულებს, სპარტაკი მაინც არ წაგიკიტხავთ ბავშობაში თუ საქართველოს ისტორია არ იცით? ხტფუ, აღარ შემიძლია რაააა ამ დაბეჩავებული ჩემი ერის ცქერა! ასეთ მდგომარეობაში თქვენი ატანა აღარ შემიძლია… მიდით, ხოცეთ ერთმანეთი, გაწყდით და იამაყეთ ამით თქვენს ნაბო..რ ცოლ-შვილებს შეაყარეთ ტრ..ში თქვენის ქვეყნის გაყიდვაში აღებული ფულები!

ყველაფერი მოგეკითხებათ, ყველაფერი ნაძირლებო! ჩაქაფული ჭამეთ ბევრი, ხაჭაპური, ხინკალი და მხოლოდ ამით იამაყეთ… ხო, საქართველოს სადღეგრძელო და წინაპრები არ დაგავიწყდეთ, განსხვავებული სასმისებით შესვით – ფეხსაცმელებით, კრამიტებით, ოყნებით, შპრიცებით და მიწაში ჩასხმული ღვინით….

შეხედეთ თქვენს თავებს, რა საცოდავები ხართ… ერთი საქართველოსთვის შეწირული გმირი მირჩევნია, მილიონობით ქართველის მასეთ უაზრო მუცელა ცხოვრებას….

გასკდა გული, აღარ შემიძლია! ღმერთო, ნუთუ ამისთვის მოვედი ამ საუკუნეში, რომ საქართველოს დაცემა და განადგურება ვიხილო?”