22 სექტემბერი, 2016

არ გაუშვათ შანსი გახდეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს შესარჩევ ტურს:
1. მსახიობი მამაკაცის 2 (30 წლამდე)
2. მსახიობი ქალის 2 (30 წლამდე)

პირობები:

1. მონაწილე მსახიობმა უნდა შეასრულოს მისი სურვილით შერჩეული მონოლოგი, თეატრის მიერ წინასწარ შეთავაზებულ პიესათა ნუსხიდან; შემდეგ იგივე მონოლოგი რომელიმე ზღაპრის პერსონაჟის სახით. (ზღაპრის პერსონაჟს მსახიობს შესთავაზებენ ქასთინგის მიმდინარეობის პროცესში).
2. მსახიობმა უნდა მოამზადოს და შეასრულოს მუსიკალური ნომერი თეატრის მიერ წინასწარ შეთავაზებული მიუზიკლიდან. ნომერი უნდა შეიცავდეს ცეკვასა და სიმღერას.
3. მსახიობს ეძლევა აგრეთვე თავისუფალი არჩევანის უფლება. მას შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი ნაწყვეტი ლიტერატურული ან დრამატურგიული ნაწარმოებებიდან. ასევე შეუძლია გაითამაშოს სცენა პარტნიორთან ერთად.
შესარჩევი ტურის მონაწილისათვის სამივე პირობა სავალდებულოდ შესასრულებელია.

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პირს (სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსელს).

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადებია:

20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე კვირის გარდა 12-დან 16 საათამდე. საკონტაქტო ტელეფონი 2 95-36-81. მისამართი: აღმაშენებლის 99/1.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს CV, ფოტოსურათი და დიპლომის ასლი, IV კურსელებისთვის ცნობა დეკანატიდან.
რეგისტრაციის ადგილზე შესარჩევი ტურის მონაწილე უნდა გაეცნოს თეატრის მიერ შემოთავაზებულ მასალებს, საჭიროების შემთხვევაში თეატრი ნებისმიერ მსურველს გაატანს შერჩეული მასალის ქსეროასლს და სრულიად უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას მუსიკალური ნომრის მომზადებაში.

შესარჩევი ტურები გაიმართება 20 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე. შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 15 ნოემბრამდე.

გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2017 წლის 1 იანვრიდან.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტული იქნება იმ კონკურსანტების მიღების საკითხი, რომლებიც ამ მომენტისათვის არ თანამშრომლობენ სხვა რომელიმე თეატრში – შტატის მსახიობის პოზიციაზე.