“ღვთისმშობელო დედავ, შენ დაიფარე ჩემი მოდგმა და სისხლი!”

13 სექტემბერი, 2016

rezo-inanishvili1ქართულ ლიტერატურაში არიან შემოქმედები, რომელთა ნაწარმოებები დრო და დრო სულ უფრო აქტუალური ხდება. მათ შორისაა მწერალი რეზო ინანიშვილი.

თუმცა ამჯერად “არტინფო” რეზო ინანიშვილის არა რომელიმე მოთხრობას, არამედ ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც სამშობლოსა და თანამემამულეების სიყვარულზეა:

“ღვთისმშობელო დედავ, შენ დაიფარე ჩემი მოდგმა და სისხლი! უკადრისი არაფერი აკადრებინო, შენი უბისა და კალთის ჭირიმე! ჩვენი მამა-პაპის სახელის შემრცხვენელი არაფერი აკადრებინო, ჩვენო წამებულო დედავ!

მიეცი ძალა ტკივილის და გაჭირვების ატანისა, ოქროთი ცდუნების ძლევისა! ნუ გააჭუჭყიანებინებ სულს, ნურც ხელებს!

ღვთისმშობელო დედავ, შენი მავედრებელი იყო ჩემი მამა-პაპა, შენი მავედრებელი ვარ მე… დაიფარე შენი კეთილი კალთით!””

გააზიარეთ

 
...