“რა არის სიყვარული?”

15 სექტემბერი, 2016

siyvaruli1– რა არის სიყვარული? – ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანს დაუსვამს და მასზე პასუხიც არასდროს არის ერთნაირი.

ადამიანები სხვადასხვა ასაკში სიყვარულს სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
ამბობენ, ყველაზე გულწრფელები ბავშვები არიანო. “არტინფო” გთავაზობთ 4-დან 8 წლამდე პატარების პასუხებს შეკითხვაზე – “რა არის სიყვარული?”

***

„როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.“

„სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“

„თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.“

„სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“

„სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს ითხოვ.“

„როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“

„სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის მაინც არ ბრაზდება.“

„სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.“

„როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს. ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა ლაქს, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“

„სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს“.

კითხვაზე დასმული პასუხებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა 4 წლის ბიჭის ამბავი. მის მოხუც მეზობელს მეუღლე გარდაეცვალა. როცა დაინახა, კაცი ტიროდა, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო? ბიჭუნამ მიუგო: „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე.“

გააზიარეთ