მიმების “სტუმარ-მასპინძელი” ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

24 სექტემბერი, 2016

vajaპანტომიმის თეატრის მსახიობები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “სტუმარ-მასპინძელი” ითამაშებენ. მაესტრო ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა თეატრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

სპექტაკლი 25 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დასკვნით ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

„ჩემი ვაჟა-ფშაველა“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე ნაწილს მოიცავს. პანტომიმის თეატრის “სტუმარ-მასპინძელის” გარდა, გაიმართება ბლოგების კონკურსის დაჯილდოება, ლევან გიგინეიშვილის ლექცია „ჩემი ვაჟა-ფშაველა“ და საზეიმო მიღება.

გააზიარეთ

 
...