“ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ, თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა”

8 სექტემბერი, 2016

jorj-orueli1ინგლისელი მწერალი და ესეისტი ჯორჯ ორუელი და მისი შემოქმედება XXI საუკუნეში სულ უფრო აქტუალური და თანამედროვე ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორუელმა თავისი ნაწარმოებები გასული საუკუნის შუა პერიოდში შექმნა და გამოსცა, წლების შემდეგ მის ნაწარმოებებში ბევრი პოულობს თანამედროვეობასთან კავშირს.

“არტინფო” ჯორჯ ორუელის შემოქმედებიდან მნიშვნელოვან და საგულისხმო ფრაზებს გაგაცნობთ:

“თუ ცხოვრების მთავარი აზრი არა ღირსება და სინდისი, არამედ განვლილი და გასავლელი დღეების რაოდენობაა, მაშინ რა აზრი აქვს როდის მოკვდები?”

“ჩვენს სამყაროში მხოლოდ შიში, აგრესია, ტრიუმფი და თავის დამცირება იმეფებს.”

“ჩვენი ცხოვრება, საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ.”

“მაშ, განა დღესავით ნათელი არ არის, ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის?”

“ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა.”

“ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იღწვის.”

“კრიტიკულ მომენტში ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის და არა გარემოებას. ასეთ მომენტში ხვდები, რომ შენ იზრდები და მთელი სამყარო შენ ხარ.”

“ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი იმ შემთხვევეაში, თუ ისინი ბედნიერებას ცხოვრების მიზნად არ დაისახავენ.”

“ადამიანის უპირველესი მტერი მისი ნერვიული სისტემაა.”

“კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს.”

“მასებში ადამიანები სუსტნი და მშიშრები არიან, თავისუფლებისთვის მოუმზადებელნი და სიმართლის მოშიშარნი, ანუ საჭიროა ვინმე ძლიერი, რომელიც მართავს და მოატყუებს მათ.”

“გააქრეთ ადამიანი და ამით საბოლოოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს.”

“ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი.”

“მომავალს ან წარსულს – იმ დროს, როცა აზრი თავისუფალი იქნება, როცა ადამიანები სხვადასხვანაირები იქნებიან და არ იქნებიან ეულნი, იმ დროს, როცა ჭეშმარიტება იარსებებს და ის, არც გაკეთდება, ვეღარ მოისპობა.”

“ღორებისა და ადამიანების ინტერესები არასდროს დაპირისპირებიან და არც უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.”

“მათ გადაჰქონდათ მზერა ღორიდან ადამიანზე, ადამიანიდან ღორზე და იმის გაგება თუ რომელი რომელი იყო შეუძლებელი ხდებოდა.”

“ჭეშმარიტი ბედნიერება მკაცრ შრომასა და მომჭირნე ცხოვრებაში მდგომარეობს.”

“არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ, რადგან შიმშილი, სიძნელეები თუ გულისაცრუება, ცხოვრების მარადუცვლელი წესია.”

“ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.

“ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა.”

“ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე, მათ სხეულზეც რასაკვირველია, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ გონებაზე.”

“ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც წესი ცდილობს ქმედითი კონტროლო გაუწიოს არა მხოლოდ ქცევას, არამედ მათ აზრებსაც და გრძნობებსაც.”

“რაც უფრო მცირე არჩევანია, მით ნაკლებია აზროვნების ცდუნება.”

“შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე. ის ვერ იარსებებს.”

“თუ სადმე არსებობს იმედი, – მხოლოდ პროლემებშია.”

“რაც მეტია გაგება, მით მეტია ცდომილება; რაც უფრო გონიერია კაცი, მით უფრო არანორმალურია.”

“ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, ამიტომაც ძალაუფლება არანორმალურების ხელშია.”

“შესაძლოა კაცობრიობის პროგრესი მხოლოდ ჩვენი ილუზიაა.”

“ამ ომში ყველას ნასროლი ყველას ცდებოდა, როცა კი ეს ადამიანურად შესაძლებელი იყო.”

“ომის დამთავრების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა.”

“ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უცოდინრობა კი – ძალა.”

“ყოველი შემოკლება წარმატებაა, რაც ნაკლები სიტყვები გაქვს ასარჩევი, მით ნაკლებად ფიქრობ.”

“საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებაა.”

“ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს.”

“მარტომყოფი, თავისუფალი ადამიანი მუდამ მარცხდება.”

“თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია.”

“სიბერეს დიდი უპირატესობა აქვს. ბევრი რამე აღარ გადარდებს, მათ შორის ქალებიც და ეს ბევრს ნიშნავს.”

“გაავებული ათეისტის რწმენა ღმერთის მიმართ უფრო სუსტია, ვიდრე მრისხანება მის მიმართ.”

“წარსული არის ის, რაზეც ჩანაწერები და მეხსიერება შეთანხმდნენ.”

“არქიტექტურიდან ისევე ვერ ისწავლი ისტორიას, როგორც წიგნებიდან.”

“საუკეთესო წიგნები ისინია, რომლებიც ისეთ რამეს გეუბნებიან, რაც უკვე იცოდი.”

“ცხოვრებას მხოლოდ ერთი სიმსუბუქე შეუძლია მოგანიჭოს – ნაწლავების სიმსუბუქე.”

გააზიარეთ