29 სექტემბერი, 2016

ანა შელია პარიზის მოდის კვირეულზე

anaპარიზი მაღალი მოდის კვირეულს მასპინძლობს. მსოფლიო სამოდელო სფეროს ცნობილი წარმომადგენლები სიყვარულის ქალაქში მოდის უახლესი ტენდენციების გასაცნობად შეიკრიბნენ.

ქართველი მოდელი ანა შელია პარიზის მოდის კვირეულზე ეტამის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჩვენებაზე გამოვიდა.

ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” მოდელია და პატარა ასაკის მიუხედავად, მოდის სფეროში საკმაოდ პოპულარულია.

17 წლის ანამ პოდიუმზე ანა ბეატრის ბაროსისთან, ნატაშა პოლისთან, კონსტანს იაბლონსკისთან, სინდი ბრუნასთან და სხვა ცნობილ ტოპ მოდელებთან ერთად გაიარა.

anna

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...