24 აგვისტო, 2016

COLDPLAY საქართველოში

coldplay1ცნობილი ბრიტანული როკ ჯგუფი COLDPLAY მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფის კონცერტები სრული ანშლაგებით მიმდინარეობს.

COLDPLAY-სთან ითანამშრომლა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ინფორმაციას საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ერთ-ერთი წევრი, იუმორისტი ვანო გუმბერიძე ავრცელებს:

“რას იტყვით, 30 სექტემბერს თბილისში COLDPLAY რომ ჩამოვიდეს?
პ.ს. არავითარი ფეიქი ამბავი და ფეისბუქის ფეიქი ივენთები.
ძალიან სერიოზული და სანდო წყაროა.”

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილიც:

„2016 წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისში, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. მაქვს პირველწყაროებიდან ინფო.”

ამჟამად COLDPLAY საკონცერტო ტურნეს მართავს. მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე სექტემბრის დასაწყისში მხოლოდ სამი კონცერტია დაანონსებული და სამივე ამერიკის შეერთებულ შტატებში.