1 აგვისტო, 2016

ცხინვალის თეატრის მსახიობს ბინა გაუძარცვეს და დაუწვეს

vefxia-kasradze1ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობს ვეფხია კასრაძეს ბინა ჯერ გაუძარცვეს და შემდეგ დაუწვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ცხინვალის თეატრის ხელმძღვანელი ზაზა თედიაშვილი ავრცელებს:

– მეგობრებო! ორი დღის წინ ჩვენ ყველა ერთად, დაბადების დღეს ვულოცავდით ჩვენი თეატრის მსახიობს ვეფხია კასრაძეს და მის ვაჟს, ასევე ჩვენი თეატრის ხმის ოპერატორს თორნიკე კასრაძეს!… ერთ დღეს დაბადებული მამა-შვილი ერთად იყვნენ ცხინვალის მოსაზღვრე პირველივე სოფელ ერგნეთში და ახლობლებთან ერთად მოკრძალებული სიმბოლური ფორმით აღნიშნავდნენ დაბადების დღეს!..

ამავე სოფელში, იუბილარი თორნიკეს დედა, ასევე ჩვენი მსახიობი, დალი დოიჯაშვილი ატარებდა ომში გარდაცვლილ თანამემამულეთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას… როდესაც თორნიკეს მეზობლებმა რუსთავიდან შეატყობინეს მათ სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ!…

საშინელი სურათი დახვდა სახლში სწრაფად დაბრუნებულ 25 წლის თორნიკეს, რომელმაც დიდი ხნის წვალებით, სამსახურში რთული რეჟიმის მიუხედავად, თითქმის დაამთავრა რემონტი და შეიძინა ოჯახისთვის მცირედი, მაგრამ საჭირო ნივთები და!!!!……… ბინა გაძარცულია…. სასტიკად ცინიკურად გადამწვარი!!!….

ვერ აღვწერ დალის რეაქციას, რომელსაც შვილები ბოლო წუთამდე ამ საშინელებას უმალავდნენ!!!… ენით აუწერელი სურათი დაგვხდა ყველას! დიდი მადლობა ჩვენს თაია გოგიძეს, რომელმაც როგორ ჩამასწრო რუსთავში, ვერ მივხვდი!.. დიდი მადლობა რუსთავის თეატრის მსახიობებს თამრიკო კანდელაკს და ვერიკო შოშიაშვილს, რომლებიც ყველაზე მძიმე წუთებში დალის გვერდით აღმოჩნდნენ!!!…

ჩემო მეგობრებო, ეს გახლავთ ოჯახი, რომელიც იძულებულია მესამედ დაიწყოს აბსოლუტური ნულიდან ფეხზე დადგომა!!!…..

ხვალ შვებულებაში გასული თეატრი საგანგებოდ იკრიბება…. მოვიფიქრებთ რამეს!!!…… და დამატებით გაცნობებთ.”