2 აგვისტო, 2016

პაატა გულიაშვილის პროტესტი

paata-guliashvili1რუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი საკუთარ პროტესტს საჯაროდ გამოთქვამს და კახური პირდაპირობით ამბობს იმას, რაც მისთვის უსამართლობასთან ასოცირდება.

მსახიობი თეატრალური პრემია “დურუჯის” მოკლე ნუსხას აპროტესტებს და თელავის თეატრიდან “დურუჯზე” სპექტაკლების წარდგენას გამორიცხავს.

პაატა გულიაშვილი:

“სწორია სტურუა, სწორი….. მანანა აბრამიშვილი, ლექსო რაზმაძე წარდგენილებიც რომ არ არიან დურუჯზე… ვისზეც დარბაზები ინგრევა და ბილეთები არაა საერთოდ, წარდგენილებიც არ არიან დურუჯზე….

მოკლედ, ბევრი მინდოდა დამეწერა, მარა არ ღირხართ ყურადღებისთვის!!!! მოკლედ, იულიუსიდან დაწყებული, დავით უფლისაშვილს ვგულისხმობ, რა უნდა ვთქვა, ორი არათეატრალი ჟიური დამითაგეთ… იყავით და ატარეთ ერთმანეთში!

ისე, ფრთხილად, მარტო არ დარჩეთ და ერთმანეთის შეფასება არ მოგიწიოთ, არაპროფესიონალო თეატრმცოდნეებო, ვისაც გეხებათ შემეხმინეთ!

მშვიდობით დურუჯო, კიდევ ერთი თეატრი გამოგაკლდათ!”