24 აგვისტო, 2016

“ეს მსახიობები რამ გამოაშტერა…”

herokratia1მსახიობობა რთული პროფესიაა, თუმცა ბევრისთვის ის მხოლოდ ცეკვა-სიმღერასა და გართობასთან ასოცირდება. მსახიობისთვის ყოველი ახალი როლი ბევრი ფიქრი, მსჯელობა, საკუთარ თავთან კამათი და შემოქმედებით ჯგუფთან აქტიური სამუშაო პროცესია.

საქართველოს ეკონომიკური ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ქართვედ მსახიობებს გამოშტერებულებს უწოდებს და გოგა ხაინდრავას ახალ ფილმს “ჰეროკრატია” ეხმაურება:

“რასაც აქ ვუყურებ, კოჭებში ეტყობა, რომ ქვეყნის დასაცინი გახდება მთელი “რეჟისორ-დამფინანსებელ-შემოქმედებითი” კოლექტივი.

ეს მსახიობები რამ გამოაშტერა, თორემ ხაინდრავამ კი გამოსცინცლა ალბათ თავისი მილიონები.

ფილმი გამოვა, ჩაანალიზებებიც მოჰყვება და როგორი ეფექტი ექნება ამ უნიჭობას, ვნახავთ ერთად.

ესეც ოცნების საარჩევნო პროგრამა!”