10 აგვისტო, 2016

გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებულ პრობლემაზე

1gogi-gvaxariaკინომცოდნე გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებული სხვადასხვა პრობლემებიდან ერთ-ერთზე აკეთებს აქცენტს და საზოგადოებას განმარტებას აძლევს.

გოგი გვახარია:

“მგონი, გასაგებია (გუშინდელი ზოგიერთი სტატუსის და კომენატრის შემდეგაც), რატომ არ არის გარემო ქართულ კინოში.

გარემო რომ იყოს კინოში, ეს გარემო უნდა გიყვარდეს. აი, როგორც, მაგალითად, ალმოდოვარს უყვარს მადრიდი, ან რომერს პარიზი, ფლაერტის ალიასკა და ოძუს ტოკიო.

კინო ხომ მეტი არაფერია, თუ არა ადამიანი ძალიან კონკრეტული დროის გარემოში.
საქართველოს პატარა ქალაქებზე არაფერს ვიტყვი – ომის მერე ეს ქალაქები დაინგრა და დამახინჯდა.

ამიტომ არ გვაქვს ქართულ კინოში დღეს არც ქუთაისი, არც თელავი და არც ზესტაფონი.

თბილისი გვეცლება ხელიდან, ქალაქი მახინჯდება და ძნელია ასეთი ქალაქის სიყვარული.”