რისი გეშინიათ?

15 აგვისტო, 2016

1sturua-braldebebs-pasuxobsრისი გეშინიათ ვაჟკაცებო? – ასე მიმართავს რეჟისორი რობერტ სტურუა თანამემამულეებს და თითოეულ მათგანს გამბედაობის, კეთილგონიერებისა და მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

რობერტ სტურუა:

“გავიგე: სამეგრელო აპირებს დეპუტატად დაასახელოს ის ადამიანი, ის ბოროტი, ის თვალთმაქცი არსება, ვინც საქართველოს დაუძინებელი მტერია, ვის გამოც თვით სამეგრელოს უდიდესი განსაცდელი დაატყდა თავს 9 წელი! სისხლიანი 9 წელი!

რისი გეშინიათ ვაჟკაცებო? რისი? ნუთუ, ჯაშუშების სკოლაში ბრძანებით ნასწავლმა მეგრულმა აგიჩუყათ გული?! ან საქათმეში მშიერი მელაკუდას ნამღერმა “დიდავოი ნანამ” გადინათ კურცხალი…

კეთილო ხალხო, კიდევ ერთხელ არ შეგეშალოთ, ამჟამადაც ამ არაკაცებმა თუ გაიმარჯვეს, აღარც ზუგდიდი იქნება, არც სენაკი, არც ნიკორწმინდა, არც სამეგრელო, არც საქართველო!”