ზაზა ხუციშვილი დეპუტატობის კანდიდატია

16 აგვისტო, 2016

zaza1ჯგუფ “ვაკის პარკის” ლიდერი, მუსიკოსი და მომღერალი ზაზა ხუციშვილი პოლიტიკაში წავიდა.

მუსიკოსი მთელი წლის განმავლობაში “ვაკის პარკის” 20 წლის იუბილეს საქართველოში გამართულ საკონცერტო ტურნეთი აღნიშნავდა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მიიღო დეპუტატობის კანდიდატი გამხდარიყო. ის “ქართული ოცნებიდან“ ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია.

ზაზა ხუციშვილი:

“გავმხდარიყავი დეპუტატობის კანდიდატი, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის, რადგან ვარ მოქმედი მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნისთვის მსახურება არის უდიდესი პატივი.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ვარ აქტიური მონადირე, მუდმივად ვიცავ კანონებს მონადირულ საკითხებში. ამ მიმართულებითაც შემიძლია აქტიური მუშაობა, გარემოს დაცვის კუთხით. ვთვლი, რომ საკითხები არის მოსაგვრებელი, ვთვლი, რომ ნადირ-ფრინველი არის ყველაზე დიდი რესურსი ჩვენი ქვეყნის, მათ სჭირდებათ დაცვა და შემდგომ კანონის ფარგლებში მოპოვება“.

გააზიარეთ

 
...