“ვისაც თვალი, ყური და ჭკუა უჭრის, იმისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ აფხაზეთში რუსეთს ვეომებოდით”

8 აგვისტო, 2016

1Jemal_qarchxadzeსაქართველოს ისტორია სავსეა ომებით, სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირული გმირებით…

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე თავის ჩანაწერებში აფხაზეთის ომის შეფასებისას, ზედმიწევნით ზუსტად სვამს აქცენტებს და საზოგადოებას მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდებს:

“ვისაც თვალი, ყური და ჭკუა უჭრის, იმისთვის, ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს, რომ აფხაზეთში ჩვენ რუსეთს ვეომებოდით.

ვებრძოდით აჯანყებულ აფხაზეთს, მაგრამ ვეომებოდით ერთმორწმუნე რუსეთს, ჩვენს ყოფილსა და, როგორც ჩვენებური რუსოფილებისა და კომუნისტოფილების გულის გასახარად გამოირკვა, მომავალ უფროს ძმას, თუმცა, უნდა ითქვას, თავად უფროსი ძმისთვის ეს იმდენად ომი არ იყო, რამდენადაც პოლიტიკური თამაში.

საერთოდ, აფხაზეთი მან, საფიქრებელია, იმიტომ აგვიჯანყა, რომ ჩვენთვის კბილი მოესინჯა, შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ჩვენი ომახიანი და თეატრალური ღაღადი თავისუფლების თემაზე, რათა დაედგინა, სადამდე შეეძლო საქართველოსთვის ფეხი დაუსჯელად და წარმატებით დაეჭირა, და, რა დაინახა (მე მგონია, თვითონაც გაუკვირდა), სრულიად საქართველო საჩქაროდ მუხლებზე დაეცა უსიტყვო მორჩილებისა და საუკუნო ერთგულების ნიშნად, ახლა, ალბათ, სტრატეგიულ გეგმაშიც სათანადო კორექტივს შეიტანს, რასაც, ეჭვი არაა, მალე ვიწვნევთ.”

გააზიარეთ