21 ივლისი, 2016

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი აღიარება

xatia-buniatishvili-daajildoves1ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი წარმატებით მართავს კონცერტებს მთელს მსოფლიოში.

ხატიას ნიჭიერებას, განსაკუთრებულობას და ინდივიდუალიზმს ისიც ადასტურებს, რომ მისი კონცერტების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია და საღამოებიც ანშლაგით მიდინარეობს.

თავდაუზოგავი შრომა პიანისტს კიდევ ერთხელ დაუფასდა და ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე Echo Klassik Award 2016 მან სპეციალური ჯილდო მიიღო.

ხატია ბუნიათიშვილი საუკეთესო საფორტეპიანო ალბომის ჩაწერისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

Echo Klassik Award-ზე ქართველმა პიანისტმა ჯილდო ალბომისთვის Kaleidoscope მიიღო. ხატია ბუნიათიშვილის ალბომი საუკეთესო სოლო ჩანაწერად დასახელდა.

გერმანული მუსიკალური პრემია Echo Klassik Award მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი მუსიკალური პრემიაა.

ეს ხატიას რიგით მეორე Echo Klassik Award-ია. პირველად ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ქართველი პიანისტი 2012 წელს გახდა.