22 ივლისი, 2016

ქრის ბრაუნი საქართველოში აღარ ჩამოვა

chris-brown1ამერიკელი პოპვარსკვლავი ქრის ბრაუნი საქართველოში აღარ ჩამოვა.

კომპოზიტორმა, მოცეკვავემ და მსახიობმა კონცერტის ჩატარებაზე უარი უკვე ოფიციალურად განაცხადა.

სკანდალური იმიჯის მქონე ხელოვანმა ამის მიზეზიც განმარტა.

ბათუმში 23 ივლისს დაგეგმილ კონცერტს ის თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო აღარ ჩაატარებს.

რიანას ყოფილი მეუღლის ნაცვლად, საქართველოში ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი ჩამოვა და კონცერტს გამართავს. მასთან კონტრაქტი ერთ დღეში გაფორმდა.

ბასტა რაიმსი მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარსდგება. საზოგადოებას კონცერტზე დასწრება ქრის ბრაუნის კონცერტისთვის შეძენილი ბილეთებით შეეძლება.