19 ივლისი, 2016

სპეციალური პრიზი ანდრია გველესიანს

andria-gvelesiani1მომღერალი ანდრია გველესიანი საქართველოს ბულორუსში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “სლავიანსკი ბაზარი 2016” წარადგენდა.

კონკურსის რთული და დაძაბული ტურები დასრულდა და წლევანდელი “სლავიანსკი ბაზარის” შედეგები ანდრიას მამამ, დავით გველესიანმა გაგვიზიარა:

“გილოცავთ ჩემო სიხარულებო! მესამე ადგილი და ტელეკომპანია мир-ის სპეციალური პრიზი ანდრიას.

ეს იყო ურთულესი ბრძოლა კარგ მომღერლებთან და ჟიურის რამდენიმე უსამართლო და არაპროფესიონალ წევრთან.

გილოცავთ ეს გამარჯვებაა!!!”