8 ივლისი, 2016

სოსო პავლიაშვილი: “როგორ მიჭირს!”

soso1– როგორ მიჭირს! – ამ სიტყვების ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილია.

საქართველოდან რუსეთში წასვლის გამო, სამშობლოს მოღალატედ შერაცხულ ხელოვანს გულწრფელობამ შეუტია და გადაწყვიტა, თავისი სათქმელი ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვას:

“უკვე მერამდენე ღამეა სიზმრებში გხედავ, შენა ხარ ჩემთვის ერთადერთი მშობელი დედა. მე მახსოვს შენი ყველა ქუჩა და შენი ყველა სახლი და ამ გრძნობას ვერასდროს ვეღარ წავშლი. თბილისი – როგორ მიჭირს მარტო იცი, თბილისი – ისევ მჯერა, რომ კვლავ მიცდი. თბილისი – რაც ჩემია ვერ გახდება სხვისი, ვიცი მელიან იქ სადღაც შორს და შეხვედრამდე დავითვლი დროს, ვიცი გვნახავენ მე და შენ ორს, თბილისი. მინდა ჩაგიკრა გულში მაგრად და აღარ დაგტოვო, შემახვედრე ჩემს ძველ მეგობრებს, ეს მინდა გთხოვო, მომენატრა შენი მთაწმინდა, მტკვარი და ნარიყალა, ვინ თქვა, რომ ჩვენი გზები გაიყარა?!” – ეს სოსო პავლიაშვილის ახალი სიმღერის “თბილისი” სიტყვებია.

სიმღერის ტექსტის ავტორი გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი მასტერია. მასტერს ეკუთვნის ქართულენოვან ვერსიაზე გადაღებული ვიდეოკლიპიც.

სოსო პავლიაშვილმა “თბილისი” ორ ენაზე ქართულად და რუსულად ჩაწერა და საქართველოს მონატრებულ დედაქალაქს მიუძღვნა.