27 ივლისი, 2016

რუსთაველის თეატრი ბრალდებებს პასუხობს

1rustavelis-teatriრუსთაველის თეატრი ეხმაურება ამავე თეატრის დირექტორის, ირინა ყიასაშვილის მიერ კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილ განცხადებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განცხადებაში წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს:

“რუსთაველის თეატრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან თეატრის იურისტმა გააკეთა არაერთი კომენტარი.

ვადასტურებთ, რომ ქალბატონმა ირინა ყიასაშვილმა განცხადებით მიმართა კულტურის მინისტრს დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. თეატრის დებულების შესაბამისად, თეატრის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს და სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ათავისუფლებს კულტურის მინისტრი.

ქალბატონი ირინა ცილს სწამებს თეატრს სხვადასხვა ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით.

რუსთაველის თეატრს გააჩნია მყარი და დასაბუთებული პოზიცია აღნიშნულ ფაქტებთან მიმართებაში. თეატრი პასუხისმგებელია კულტურის სამინისტროს წინაშე და წერილობითი ფორმით გაეცემა ყველა დასმულ კითხვას დასაბუთებული პასუხი. ასევე თეატრი მზად არის ნებისმიერ დროს მიიღოს ფინანსურ/იურიდიული აუდიტი.

ჩვენს მიერ კულტურის სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაცია იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის.”