მსოფლიოში ცნობილი მომღერალი, გრემის ექვსგზის მფლობელი კრისტინა აგილერა საქართველოში ჩამოდის.
კონცერტზე დასწრების საშუალება 10.000-მდე მსმენელს მიეცემა. მომღერალი ჩვენს ქვეყანას სპეციალური რეისით ესტუმრება.
მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი შეკვეთილის Black Sea Arena-ს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე 30 ივლისს შედგება.
კრისტინა აგილერა მსმენელისთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.
მომღერალის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება.