13 ივლისი, 2016

თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდმა უკიდურეს ფორმას მიმართა

1tbilisi-operaთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს.

თეატრის მსახიობები უნდობლობას უცხადებენ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის წევრებმა უკიდურეს ფორმას მიმართეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ნინო გოგინაშვილმა გაავრცელა:

“2016 წლის 15 ივლისიდან, ვიდრე ბატონი დავით კინწურაშვილი არ დატოვებს დაკავებულ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას, არ მივიღებთ მონაწილეობას არცერთ სპექტაკლში.”