2 ივლისი, 2016

“ერთად ვუშველოთ სამშობლოს!”

otar-chiladze21ამ მოწოდებით მწერალი და პოეტი ოთარ ჭილაძე თავის თანამემამულეებს მიმართავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების დაწერიდან საკმაო დრო გავიდა, ის აქტუალობას არ კარგავს და დღითიდღე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ოთარ ჭილაძე:

“ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო.

ნუ ვიუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?!

მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯომარენიც…

ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში.”