7 ივლისი, 2016

“დაბრუნება” – სპექტაკლი, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის

ozurgetis-festivali18 ივლისს, 19 საათზე ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს სპექტაკლით “დაბრუნება”…

გეგა ქურციკიძის სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად დატოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე, სპექტაკლი, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის.

“სპექტაკლში მეოცე საუკუნის ომის წლებია ასახული. ერთ ჩვეულებრივ, მხიარული გურული სოფლის მცხოვრებლებს, გაუსაძლისი სიდუხჭირე და შიში აფორიაქებთ. მამები ომში გაკრეფილან, ოჯახურ საზრუნავს ქალები და მოხუცები შესჭიდებიან. სარჩო-საბადებელზე ზრუნვასთან ერთად, უფროსებს ონავარი ყმაწვილების სწორი გზიდან გადაცდენის საფრთხეებიც აწევთ მხრებზე.

10 წლის შვილიშვილის – ნოდარის ანცობა-ეშმაკობებს სათანადო ტაქტით ბლოკავს ბაბუა ქიშვარდი. ხშირ-ხშირად უმეორებს ბიჭუნას: “უნდა მიეჩვიო, აწი, ფიქრს, ბაბუა, დროა!“

სპექტაკლის ცრემლის მომგვრელ ეპიზოდებს, დიდი მწერლის ლირიული პასაჟები ანელებენ. განსაკუთრებით დამზაფრავია ბაბუას სიცოცხლესთან გამოთხოვების სცენა. აგონიაში მყოფს წამიერად ომში წასული ვაჟის სახე მოელანდება. აცახცახებული ბაგეებით შესძახებს შვილიშვილს: “მოემზადე, ბაბუ, და არ შეშინდე. მამაშენს შეუნახე სახლი და სახელი. ის უეჭველად დაბრუნდება.”